ახალი ამბები

airbnb რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას წყვეტს

5 აპრილი, 2022 • 1036
airbnb რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას წყვეტს

ბინების გაქირავების სერვისი airbnb რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას წყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს თავად კომპანიის გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

„სტუმრები ვერ შეძლებენ ბინების დაჯავშნას რუსეთსა და ბელარუსში. ასევე, ამავე ქვეყნებიდან შეუძლებელი იქნება ბინების დაჯავშნა სხვა ქვეყნებში“, — აცხადებს airbnb.

4 აპრილიდან გაუქმდება ყველა ჯავშანი, რომელიც გაკეთებულია რუსეთსა და ბელარუსში, ასევე, ამ ქვეყნებიდან.

airbnb აცხადებს, რომ რუსეთ-ბელარუსში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება საერთაშორისო სანქციების გამო მიიღეს, რადგან, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა ამ ორ ქვეყანაში ფინანსური გადარიცხვების შესრულება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ამ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, 10 მილიონამდე უკრაინელი კი იძულებული გახდა, შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი, მათგან 4 მილიონმა ქვეყანა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი