ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის პუნქტიდან 900-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა – აფხაზური მხარე

26 ივნისი, 2020 •
ენგურის პუნქტიდან 900-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა – აფხაზური მხარე

აფხაზური მხარის ცნობით, “ჰუმანიტარული კორიდორით ენგურის გამშვებ პუქნტზე 22-24 ივნისს 907 -მა აფხაზეთში მცხოვრებმა ისარგებლა”. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიზნით იმყოფებოდნენ.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, “ეს აფხაზეთში მცხოვრები ის ადამიანები არიან, ვისაც ოფიციალური ნებართვა ჰქონდათ საზღვრის გადაკვეთაზე და აფხაზეთში დაბრუნება სურდათ”.

აფხაზურმა მხარემ ენგურის გამშვები პუნქტი კორონავირუსის პანდემიის საბაბით საქართველოში ვირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურების შემდეგ ჩაკეტა.

მკურნალობის მიზნით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეების უკან დაბრუნებლად გამშვები პუნქტი მაისში, ასევე, რამდენიმე დღით გახსნეს, რა დროსაც, სოხუმის ცნობით, 250-მდე მოქალაქე დაბრუნდა აფხაზეთში.

ენგურის გამშვები პუნქტი აფხაზების დასაბრუნებლად ცალმხრივად გახსნეს

“აფხაზეთი ვერ აუკრძალავს მოქალაქეებს საქართველოში სამკურნალოდ გასვლას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებს  ეხება. თუმცა, საქართველოს წესების შესაბამისად, ყველა, ვინც შედის, 14- დღიან კარანტინს გაივლის” , –  განაცხადა ანქვაბმა რამდენიმე კვირის წინ სოხუმში მედისთან ბრიფინგის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი