ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის გამშვები პუნქტი აფხაზების დასაბრუნებლად ცალმხრივად გახსნეს

26 მაისი, 2020 • 1014
ენგურის გამშვები პუნქტი აფხაზების დასაბრუნებლად ცალმხრივად გახსნეს

“მკურნალობის მიზნით ქართულ მხარეს მყოფი აფხაზეთის მოქალაქეები ენგურის გამშვები პუნქტით აფხაზეთში დაბრუნებას შეძლებენ”, – ამის შესახებ აფხაზეთში მთავარმა სანიტარმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

აფხაზური მხარის ცნობითვე, მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნების პროცესი დღეს, 26 მაისს დაიწყება.

ამასთან, როგორც სკორიკი აცხადებს, მოქალაქეების დაბრუნება კარანტინთან შესაბამისი მკაცრად გაწერილი რეგულაციებით მოხდება. კერძოდ, ყველას, ვინც ენგურს გადაკვეთს, ვირუსის სიმპტომებზე ექიმი შეამოწმებს.  ამასთან, მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ტესტის ლაბორატორიულად დამოწმებული პასუხი, ან ტესტს ადგილზე გაივლიან. ასევე, აუცილებელ პირობად 14- დღიანი კარანტინის გავლა დასახელდა.

ქართული მხარის მიერ მაისის შუა რიცხვებში გავრცელებული ინფორმაციით , 22 მარტის შემდეგ “ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან თითქმის 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში”.

ენგურის ხიდი; ფოტო: თამარ ზანთარაია

მასალების გადაბეჭდვის წესი