ახალი ამბები

კოტე კემულარიამ “გამარჯვებული საქართველო” დატოვა

25 ივნისი, 2020 • 1509
კოტე კემულარიამ “გამარჯვებული საქართველო” დატოვა

კოტე კემულარიამ პოლიტიკური გაერთიანება “გამარჯვებული საქართველო” დატოვა. 

ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა 25 ივნისს. მისი თქმით, დამოუკიდებელი პოლიტიკოსის რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას, თუმცა არჩევნებში დამოუკიდებლად კენჭისყრას გამორიცხავს. 

კემულარია, რომელიც “გამარჯვებული საქართველოს” გენერლაური მდივანი იყო, ასევე გამორიცხავს რაიმე დაპირისპირებას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილთან. 

“მე მინდა ვიყო დამოუკიდებელი, პარტიული საქმიანობა მაინც ჩარჩოებია. წინ ბევრი ბატალიებია, მე ვარ მომხრე კოალიციური მთავრობის და ამისთვის ვიბრძოლებ”, -უთხრა მან ნეტგაზეთს. 

“ნეტგაზეთი” ირაკლი ოქრუაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან დღეს ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

“გამარჯვებული საქართველო” 2019 წლის ოქტომბერში შეიქმნა, ამ დროიდან იყო კემულარია პარტიის გენერალური მდივანიც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი