ახალი ამბები

ბავშვებში სუიციდის შემთხვევები გაიზარდა – ლომჯარია

25 ივნისი, 2020 • 786
ბავშვებში სუიციდის შემთხვევები გაიზარდა – ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ 2019 წელს ბავშვებში სუიციდის მაჩვენებელი გაიზარდა.

ლომჯარიას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე უსმენენ. 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა ბავშვების უფლებებზე. მისი თქმით, მიუხედავად ბავშვთა კოდექსის შექმნისა, ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს.

„2019 წელს, სამწუხაროდ, გაზრდილია ბავშვთა სუიციდის შემთხვევები – 22 სუიციდის შემთხვევა, 69 სუიციდის მცდელობის შემთხევვა. 2018 წელს დაფიქსირდა სუიციდის 12 შემთხვევა და მცდელობის 48 შემთხვევა“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ბავშვთა უფლებების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ბავშვთა სიღარიბე. საქართველოში, 2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ 70 ათას ოჯახში 150 ათასი ბავშვი ცხოვრობს.

„კვლავ მაღალია სიღარიბის გამო ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის მაჩვენებელი. 2019 წელს სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანილი ბავშვების 18% მანამდე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა“, – ამატებს ლომჯარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი