ახალი ამბები

გირჩი: „საკონსტიტუციოში დეპუტატების შარდის სიწმინდის წინააღმდეგ სარჩელი შეგვაქვს“

24 ივნისი, 2020 • 1467
გირჩი: „საკონსტიტუციოში დეპუტატების შარდის სიწმინდის წინააღმდეგ სარჩელი შეგვაქვს“

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამრთლოში ასაჩივრებს კანონმდებლობის იმ ნორმას, რომელიც პარლამენტის წევრობის მსურველებს ცესკოში რეგისტრაციისას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას სთხოვს.

პარტიის პრესსამსახური ამაზე წერს, რომ საკონსტიტუციოში „დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ“ შეაქვთ სარჩელი.

პარტიამ თავის წარმომადგენლად იურისტი და “გირჩის” პოლიტიკოსი ლევან ჯგერენაია აირჩია.

„პარლამენტის წევრს ირჩევს ხალხი, ხალხისგან აქვს მას ლეგიტიმაცია და არ შეიძლება დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს ასეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა. ადამიანები თვითონ წყვეტენ, ვინ იმსახურებს პარლამენტში ყოფნას და ვინ არა“, — ციტირებს პარტიის პრესსამსახური ლევან ჯგერენაიას, „გირჩის“ წევრსა და იურისტს. სწორედ ის წარმოადგენს პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამავე პრესრელიზის თანახმად, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა „არ შეიძლება იყოს კონსტიტუციური“ და აცხადებს, რომ მას ესმის, „გირჩი“ „უხერხულ ამბავზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ მათი დახმარება ამ სამარცხვინო პროცედურის გასაუქმებლად აუცილებელია, რადგან არჩევითი თანამდებობის პირს მსგავსი შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი