ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია პუტინს კრემლში ეწვია

24 ივნისი, 2020 • 1253
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია პუტინს კრემლში ეწვია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, “სამამულო ომის” გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი ვიზიტის ფარგლებში კრემლში ეწვია.

ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოს  აფხაზური მედია ავრცელებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთში 24 ივნისისთვის გადადებულ საზეიმო ღონისძიებებზე, რომელიც “სამამულო ომში” გამარჯვების 75-ე წლისთავს უკავშირდება, რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა გამგზავრებაზე უარი თქვა, მათ შორის, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. 

 

ასლან ბჟანია კრემლში ვლადიმერ პუტინს ხვდება. ივნისი/2020

მასალების გადაბეჭდვის წესი