ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვში აღლუმში მონაწილეობაზე ფაშინიანმა და ალიევმა პუტინს უარი უთხრეს

19 ივნისი, 2020 • 1581
მოსკოვში აღლუმში მონაწილეობაზე ფაშინიანმა და ალიევმა პუტინს უარი უთხრეს

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთში 24 ივნისისთვის გადადებულ საზეიმო ღონისძიებებზე, რომელიც “სამამულო ომში” გამარჯვების 75-ე წლისთავს უკავშირდება, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აღარ მიემგზავრებიან.

“პატივცემულო ვლადიმირ ვლდიმიროვიჩ, მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ ვერ შევძლებ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებებზე დასწრებას. როგორც იცით, დიდი სიამოვნებით მივიღე თქვენი მოწვევა და ვაპირებდი  მოსკოვში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აღნიშნული ვიზიტის საშუალებას არ მაძლევს”, – წერს ფაშინიანი პუტინს წერილში, რომელსაც სომხური მედია აქვეყნებს.

აქვე, ფაშინიანი “იმედოვნებს, რომ  უახლოეს პერიოდში პუტინს შეხვდება, რათა ქვეყნებს შორის სამოკავშირეო საკითხები განიხილონ”.

გუშინ, 18 ივნისს, აზერბაიჯანში კარანტინის  მიზეზით, მოსკოვში აღლუმზე დასწრებაზე უარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი