ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში Covid-19-ის 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 ივნისი, 2020 • 851
სომხეთში Covid-19-ის 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 ივნისს სომხეთის დაავადებათ კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 711 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, დაფიქსირდა განკურნების 653 და გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, დაფიქსირებულია Covid-19-ით ინფიცირების 21717 შემთხვევა. ჩატარებულია 100400 ტესტირება. მკურნალობას აგრძელებს 10404 პაციენტი.

გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 386 ადამიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში აღარ ჰყავთ Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას ელოდებიან.

აღარ გვყავს კოვიდპაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას ელიან – ფაშინიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი