ახალი ამბები

ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა

23 ივნისი, 2020 • 1187
ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა

სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც კაცებს შორის მსოფლიოში ნომერ პირველი ჩოგანია, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

ჯოკოვიჩს კორონავირუსი ხორვატიიდან სერბეთში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა. ხორვატიაში მისი ორგანიზებით ჩოგბურთის ტურნირი ტარდებოდა, რომელში მონაწილე კიდევ 3 ჩოგბურთელსაც დაუდგინდა კორონავირუსი.

„დიდ ბოდიშს ვიხდი ინფიცირების ყოველი შემთხვევისთვის. იმედი მაქვს, ეს არ გაართულებს ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყველაფერი კარგად იქნება. <…> ბელგრადში ჩასსვლისას ტესტირება ჩავიტარეთ. ჩემი შედეგიც პოზიტიურია, ისევე როგორც ელენასი, ჩვენი ორი შვილის შედეგი კი ნეგატიურია“, — განაცხადა ჯოკოვიჩმა.

„ყველაფერი, რაც წინა თვეს გავაკეთეთ, გავაკეთეთ სუფთა და გულწრფელი განზრახვით. ჩვენი ტურნირის მიზანი იყო ერთიანობა და სოლიდარობისა და თანაგრძნობის გზავნილი რეგიონში. ტურნირის ორგანიზება მაშინ გადავწყვიტეთ, როცა ვირუსი დასუსტდა, რადგანაც გვეგონა, რომ მისი ჩატარების პირობები დაკმაყოფილებული იყო. სამწუხაროდ, ვირუსი კვლავ აქაა და ესაა ახალი რეალობა, რომელთანაც ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“, — ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი