აფიშაახალი ამბებიგართობახელოვნება

წელს Tbilisi Open Air არ ჩატარდება

23 ივნისი, 2020 • 7680
წელს Tbilisi Open Air არ ჩატარდება

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air წელს აღარ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ბოლო რამდენიმე თვის განამვლობაში ცდილობდნენ ეპოვათ გზა ამ გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, თუმცა სტუმრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფესტივალის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს:

“მიგვაჩნია, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფესტივალის დამსწრეები, ჩვენი არტისტები, პარტნიორები, სპონსორები, ვენდორები, სტაფი, მოხალისეები და მთელი ის უზარმაზარი ჩემპიონთა ოჯახი, რომლის ერთობაც ქმნის ფესტივალს – ბუნებრივია, ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ ამ ადამიანების დაცვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა.

უკვე აშკარაა, რომ მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები არ გვაძლევს იმის საშუალებას, ამ ადამიანებს ის უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალს მშვიდად და აუღელვებლად ჩაგვატარებინებს, თუნდაც შემოდგომაზე. დედამიწის თითქმის ყველა წერტილში წელს დაგეგმილი დაახლოებით 2 000 ფესტივალიდან 1 900-ზე მეტი უკვე გაუქმდა ან გადაიდო. სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათი თქმით, ფესიტვალი 2021 წელს 25-27 ივნისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს წლევანდელი ლაინაფის ჰედლაინერების უმეტესობა, მათ შორის:

  • Polo & Pan;
  • LP;
  • She Wants Revenge;
  • Kite;
  • Konstantin;
  • Robag Wruhme;
  • Barac;
  • Jennifer Cardini;
  • Map.Ache;
  • Gaspard;
  • Fungus Funk.

ფესიტვალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ 2021 წელს Tbilisi Open Air-ის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან სხვა არტისტებიც, რომელთა შესახებ ინფორმაცია მომავალი წლის გაზაფხულზე გავრცელდება.

რაც შეეხება გაყიდულ ბილეთებს, ფესტივალის ორგანიატორების თქმით, აბონიმენტის მფლობელებს 2021 წლის ფესტივალზე უფასოდ დასწრებას შეძლებენ, შესაბამის სასაჩუქრე ბარათებს კი სექტემბერში გასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი