ახალი ამბები

ლიეტუვა საქართველოსთან საზღვრის გახსნას იმედოვნებს

23 ივნისი, 2020 • 1002
ლიეტუვა საქართველოსთან საზღვრის გახსნას იმედოვნებს

ლიეტუვას იმედი აქვს, რომ მალე საზღვარს გახსნის საქართველოსთან და მიმოსვლას განაახლებს. როგორც ადგილობრივი გამოცემა „lrt“ წერს, შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

„იმედი გვაქვს, განვაახლებთ მიმოსვლას საქართველოსთან და უკრაინასთან. გვინდოდა ისრაელთანაც, თუმცა იქ სიტუაცია ბოლო დროს გაუარესდა“, — ციტირებს გამოცემა მინისტრს.

ლიეტუვაში ამჟამად კორონავირუსის სულ 1801 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 1475 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 76.

საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო პირველი ივლისიდან ტურიზმს განაახლებს, ლიეტუვა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი