ახალი ამბები

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის კაცს 10 წელი მიუსაჯეს

23 ივნისი, 2020 • 1072
არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის კაცს 10 წელი მიუსაჯეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს ქალაქ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს, დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ გ.გ-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი.

სამართალდამცველებმა გ.გ. 2019 წლის 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი