ახალი ამბები

არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ჩემს თავს დავაყენებ – ინაშვილი

23 ივნისი, 2020 • 1260
არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ჩემს თავს დავაყენებ – ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად საკუთარ თავს დააყენებს.

ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას ინაშვილი განმარტავს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებისთვის მზად არის, ერთ-ერთი კანდიდატი კი თავად იქნება.

„არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული, ეს თბილისი არ იქნება.. შეიძლება იყოს ბორჯომში, შეიძლება სხვა მხარე იყოს. მგონი, ყველგან მიმიღებენ, სადაც არ უნდა დავაყენო კანიდდატურა, ნებისმიერ მხარეში. ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაინც ჩამოყალიბების პროცესში ვართ.

მე იმიტომ კი არ ვაყენებ კანდიდატურას, რომ იქ რაღაც ნახევრად მოგება ან არჩევნებში მონაწილეობა.. მე ვაყენებ კანდიდატურას მოგებისთვის და გამარჯვებისთვის“. – ამბობს ინაშვილი.

მისივე თქმით, ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენითაც დაუჭერს მხარს.


22 ივნისს პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას მეორე მოსმენით კენჭი უნდა უყარონ.

საქართველოს პარლამენტმა 21 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. 136-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. წინააღმდეგ წავიდა 5 დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი