ახალი ამბები

ორ დაკავებულს ბანკისთვის 3 მლნ ლარზე მეტი ზარალის მიყენება ედება ბრალად

22 ივნისი, 2020 • 1619
ორ დაკავებულს ბანკისთვის 3 მლნ ლარზე მეტი ზარალის მიყენება ედება ბრალად

“ლიბერთი ბანკის” ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ორი პირის დაკავება უკავშირდება ბანკის ოზურგეთის ფილიალში მოხდარ ფაქტს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, 22 ივნისს, გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობითვე, გამოძიების პროცესში ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება დაყადაღდა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვისცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია)”,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობითვე, 2018-2020 წლებში, 82 ფიქტიური სალომბარდე სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაუფლნენ ბანკის კუთვნილ თანხას, რითაც ბანკს 3 476 788 ლარის ზიანი მიაყენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 220-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ნეტგაზეთი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, გვაინტერესებდა ერთ-ერთი კომერციული ბანკი იყო თუ არა “ლიბერთი ბანკი”. უწყებაში გვითხრეს, რომ “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” ბანკს ვერ დაასახელებდნენ და ვერც იმას იტყოდნენ, სად მოხდა ბრალდებულების დაკავება.

მომხდართან დაკავშირებით განცადება თავად “ლიბერთი ბანკმა” გაარცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ  ოზურგეთის “ლიბერთი ბანკის” ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა დანაშაულებრივი ქმედებარის შესახებაც მყისიერად აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოსრომ საეჭვო გარიგების ინციდენტი აღმოჩენილ იქნა ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის და, რაც მთავარიაამ დანაშაულებრივი ქმედებით არ დაზარალებულა ლიბერთი ბანკის არცერთი მომხმარებელიაქვე აღვნიშნავთრომ ლიბერთი ბანკს გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემებირომლებმაც  უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება და უმკაცრესად დაისჯება ყველა ისირივინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელსდიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას მყისიერი და ოპერატიული დახმარებისთვის”,-აცხადებენ კომერციულ ბანკში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი