ახალი ამბები

ბესელია: არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ვგეგმავთ

22 ივნისი, 2020 • 1043
ბესელია: არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ვგეგმავთ

ეკა ბესელია “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისი პარტია “სამართლიანობისთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, თუმცა ოლქებში, სადაც ოპოზიცია მისთვის მისაღებ მაჟორიტარებს წარადგენს, თავად კანდიდატებს არ დააყენებს:

“დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ოპოზიციის პლატფორმას, დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას და არა საერთო ოპოზიციურ ფორმატს. გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, თუმცა, არა ყველგან. იქ, სადაც კანდიდატები იქნებიან ჩემთვის მისაღები, არ დავაყენებთ მაჟორიტარებს, გააჩნია, ვინ სად იქნება”, – ამბობს დეპუტატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას”.

ბესელიას განცხადებით, მანამ, სანამ პარლამენტში საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა არ დასრულდება, კონკრეტული კანდიდატების დასახელებისგან თავს შეიკავებს:

“ჯერ სანამ არ დასრულდება კენჟისყრები საარჩევნო სისტემის, მანამდე  კანდიდატების დასახელება არასწორად მიმაჩნია”, – აღნიშნავს ბესელია “ნეტგაზეთთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი