ახალი ამბები

პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ – ჯაფარიძე

21 ივნისი, 2020 • 1564
პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ – ჯაფარიძე

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პარტია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობაზე კონსულტაციებს აწარმოებს. როგორც ის ამბობს, “ლელოსა” მარგველაშვილის  ხედვები ერთმანეთისას ემთხვევა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადება პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:

“თუ რა ფორმით ვითანამშრომლებთ, ამის შესახებ აუცილებლად  საზოგადოებას და მედიას ვაცნობებთ. ასევე ვადასტურებ, რომ კონსულტაციები  გვაქვს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე ყველანი ერთად, “ქართულ ოცნებას” პირველივე ტურში დავამარცხებთ,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მარგველაშვილი “ლელოსთან” და სხვა ახალ ძალებთან კონსულტაციებს ადასტურებს

მასალების გადაბეჭდვის წესი