ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო: იმედი გვაქვს, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ

21 ივნისი, 2020 • 1289
აშშ-ის საელჩო: იმედი გვაქვს, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ მიმართულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ფართო მხარდაჭერით მიიღებს.

“აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელეს.

დღეს, 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისა და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტება.

საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა 5-მა დეპუტატმა. ესენი არიან:

  1. ბიძინა გეგიძე
  2. ემზარ კვიციანი
  3. დავით ჭიჭინაძე
  4. ალექსანდრე ერქვანია
  5. კახა ოქრიაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, სხდომას ესწებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მასალების გადაბეჭდვის წესი