შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
“მოკლედ, 15 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად”, – წერს ის.
ჯავახაძე ამ პოზიციას 2017 წლიდან, მას შემდეგ იკავებდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრად ამჟამინდელი პრემიერი, გიორგი გახარია დაინიშნა. ჯავახაძე გახარიას მოადგილე იყო 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდეც, როცა მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა ეკავა.