ახალი ამბებიკომენტარი

20 ივნისს დაშავებულები – გიორგი სულაშვილი გასულ ერთ წელსა და მომავალზე [ვიდეო]

20 ივნისი, 2020 • 3926
20 ივნისს დაშავებულები – გიორგი სულაშვილი გასულ ერთ წელსა და მომავალზე [ვიდეო]

გიორგი სულაშვილმა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ის თავად იხსენებს, სამართლადამცავების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც თავის დაცვის მიზნით სახეზე აფარებული ფარი მოიშორა.

გიორგის თქმით, მას ამ დრომდე 4 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევამდე კიდევ რამდენიმე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, რის შემდეგაც ის თვალის პროთეზის მორგებას შეძლებს.

გიორგი სულაშვილს და მაკო გომურს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტატუსის მინიჭების მიუხედავად, როგორც მათ, ასევე საია-ს ადვოკატებს, საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცათ.

2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 240-დე ადამიანი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, რამდენიმემ- მხედველობა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმაც და სამართალდამცველებმა.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნდათ და პროტესტს აგრძელებდნენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. პერმანენტული აქციები რუსთველის გამზირზე თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.

ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და სრულად პროპორციული მოდელით ჩაატარებდა 2020-ის არჩევნებს, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ჩააგდეს, რასაც მოჰყვა მმართველი გუნდის კრიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე აშშ-ს და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეებიდან, საბოლოოდ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ პროპორციულთან მიახლოებულ 120/30 მოდელზე, რომლის კენჭისყრაც ჯერ არ ყოფილა.

ამავე თემაზე

20 ივნისს დაშავებულები – დავით ქურდოვანიძე [ვიდეო]

20 ივნისს დაშავებულები – დავით ქურდოვანიძე [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი