ახალი ამბები

“დააყენე ერთი ადგილი, ან ძველი ბიჭი იყავი, ან პარლამენტარი” – კაკულია გოგიჩაიშვილს

19 ივნისი, 2020 •
“დააყენე ერთი ადგილი, ან ძველი ბიჭი იყავი, ან პარლამენტარი” – კაკულია გოგიჩაიშვილს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დამოუკდიებელი დეპუტატების წევრი ლევან გოგიძაიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ლევან გოგიჩაიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიციატივას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ, მაშინ როდესაც ლევან გოგიჩაიშვილის ინიცირებული კანონპროექტისთვის  აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ რამდენიმე თვეა პარლამენტს მსვლელობა არ მიუცია.

“18 დეკემბერს არის დარეგისტრირებული ჩემი კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ, გადადეთ მისი განხილვა შემდგომ არჩევნებისთვის. ახლა კი მთავრობა არეგისტრირებს კანონპროექტს და თქვენ ამას იხილავთ დაჩქარებული წესით. რა მიდგომა ან რა სტანდარტია ეს საპარლამენტო კულტურის ან კოლეგიალობის თვალსაზრისით?… ხელი აუქნიე “ნაციონალურ მოძრაობას”, – მიმართა გოგიჩაიშვილმა კაკულიას.

“ტონი დაარეგულირე, ჩხუბი გინდა მაინცდამაინც?! ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი იყავი, რას მიძაბავ ტონს, ვერ გავიგე. შენზე ნაკლები ტონი მაქვს? დააყენე ახლა ერთი ადგილი და საკუთარ მორალს მიხედე”, – უთხრა კაკულიამ გოგიჩაიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი