ახალი ამბები

საქართველოს ელჩს ყაზახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

19 ივნისი, 2020 •
საქართველოს ელჩს ყაზახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ელჩს ყაზახეთში, ზურაბ აბაშიძეს, კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, იგი გადის მკურნალობის კურსს ყახაზახეთის შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, რომელთანაც, თავის მხრივ, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი მედიკოსებიც.

ყაზახეთში, რომლის მოსახლეობაც 18 მილიონს აღწევს, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 16 ათასს აჭარბებს, მათგან გარდაცვლილია 105 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი