ახალი ამბები

19 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

19 ივნისი, 2020 • 3094
19 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, 19 ივნისის მონაცემით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ოფიციალურ საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან ერთი შემოტანილია, ხოლო მეორე- მანამდე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 895 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 741 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი