ახალი ამბები

ელისაშვილი ოპოზიციურ ფორმატზე: გამოვეთიშე, იქ ჩემთვის მიუღებელი ადამიანები იყვნენ

18 ივნისი, 2020 • 1282
ელისაშვილი ოპოზიციურ ფორმატზე: გამოვეთიშე, იქ ჩემთვის მიუღებელი ადამიანები იყვნენ

ალეკო ელისაშვილი, რომელმაც დღეს, 18 ივნისს, ანა დოლიძესა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა აცხადებს, რომ ოპოზიციურ ფორმატს ტოვებს, რადგან იქ მისთვის მიუღებელი ადამიანები იყვნენ გაერთიანებული:

“გამოვეთიშე იმიტომ, რომ იქ ძალიან დისკომფორტი მქონდა მეც, ლევან იოსელიანსაც, ვინც ვმონაწილეობდით სამოქალაქო მოძრაობიდან.  იმიტომ, რომ ჩემთვის ბევრი მიუღებელი ადამიანი ესწრებოდა ხოლმე იმ მაგიდას. იდეოლოგიურადაც, პიროვნულადაც, პრორუსები… 98% იქ მყოფი ხალხის,  ნაციონალური მოძრაობით დაწყებული ბევრი პარტიით დამთავრებული, რომელთათვის პოლიტიკა არის საშოვარი.

ერთადერთი რამის გამო ვიყავი იმ აჯაფსანდალში, მე და ჩემს გუნდს ორი პრინციპი გვაქვს, სინდისის წინაშე უნდა ვიყოთ მართალი და ქართული სახელმწიფოს ინტერესის წინაშე. პროპორციული არჩევნების საერთო ოპოზიციური მოთხოვნა სახელმწიფოებრივი ამოცანა ნომერი ერთი იყო და იმიტომ ვიყავი” ,- ამბობს ელისაშვილი გადაცემაში “რეაქცია”.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ პარტიებს არჩევნებში დაუპირისპირდება, ელისაშვილი პასუხობს, რომ ერთადერთი საერთო, რაც ამ ფორმატში გაერთიანებულ პარტიებთან აქვს, საარჩევნო სისტემაა:

“მე “ნაციონალურ მოძრაობას” მაშინ ვუპირისპირდებოდი, “ქართული ოცნების” 90% რომ “ნაციონალური მოძრაობა იყო”.  უბრალოდ ერთადერთი, რაც მაქვს მათთან საერთო, ეს არის საარჩევნო მოდელი 120/30-ზე, რადგან ეს არის პატიოსანი წესი.

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

მასალების გადაბეჭდვის წესი