თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ 18 ივნისს გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია.
ჟურნალისტებთან საუბრისას ეზუგბაია განმარტავს, რომ ამჟამად კოვიდცენტრებში სულ 140 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს:
„5 ახალი შემთხვევიდან ყველა არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული. აქედან 4 არის სატვირთო მანქანის მძღოლი“, – განმარტავს ის.
ამასთანავე, ეზუგბაიას ინფორმაციით, 8 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 7 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო.
„შემოგვემატა ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია. ამ ეტაპზე ჩვენთან 20 პაციენტი მკურნალობს, მხოლოდ ერთი არის საშუალოზე მძიმე“, – აცხადებს ეზუგბაია.