საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ოფიციალურ საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
სულ საქართველოში კორონავირუსის 893 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 739 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.