ახალი ამბები

მოსკოვის გამზირზე ჩხრეკა იყო და არა სპეცოპერაცია – სუსი

18 ივნისი, 2020 • 1020
მოსკოვის გამზირზე ჩხრეკა იყო და არა სპეცოპერაცია – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეს თბილისში, მოსკოვის გამზირზე არ ჩატარებულა სპეცოპერაცია და არავინ დაუკავებიათ. 

“ეს იყო ჩხრეკა ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით. არანიარად არაა დაკავშირებული ვასამბეკ ბოკოვის საქმესთან”, – უთხრა “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა. 

თავდაპირველად პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს. არხისვე ცნობით, სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა ვასამბეკ ბოკოვის საქმეს. ბოკოვი რამდენიმე დღის წინ დააკავეს თბილისში შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე. სუსი არ აკონკრეტებს, თუმცა მთავარი აზრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბოკოვს ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი. 


მთავარი ფოტო:  პირველი არხი


შენიშვნა: თავდაპირველად ნიუსში აღნიშნული იყო, რომ მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი