ახალი ამბები

თბილისში ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

16 ივნისი, 2020 •
თბილისში ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ლიფტი ჩამოწყდა და 4 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

სამსახურის ცნობით, არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, ერთ პირს- ქვედა კიდურების მოტეხილობა, ორ მათგანს კი- ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანი გადაიყვანეს სტაციონარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი