ახალი ამბები

“ლელო” რესტორნებისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას ითხოვს

16 ივნისი, 2020 • 1112
“ლელო” რესტორნებისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას ითხოვს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა დღეს გამართულ ბრინგზე ხელისუფლებისგან მოითხოვეს, გააუქმოს ის 10 000-ლარიანი ჯარიმები, რომელიც 16 ობიექტს დაეკისრა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის. 

„ხელისუფლებამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააჯარიმა კაფეები და რესტორნები. სექტორს, რომელიც პანდემიის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაშია, დაჯარიმების შემდეგ უდიდესი დარტყმა მიადგა. თვეების განმავლობაში რესტორნები არ ფუნქციონირებდნენ, ბევრი დაიხურა, ბევრმაც დამატებითი ვალდებულება აიღო თანამშრომლების შესანარჩუნებლად. თუმცა ხელისუფლებამ  მორიგი იერიში მიიტანა ბიზნესზე.  ამ ოდენობის ჯარიმის დაწესება ნიშნავს, რომ ბევრი მათგანი ბაზრიდან უნდა გავიდეს და ნაწილმა სამუშაო ძალა უნდა შეამციროს“, – განაცხადა საბა ბუაძემ. მის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ ობიექტების წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაჯარიმება მიუთითებს, რომ ისინი სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლნი გახდნენ. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს აღნიშნული ჯარიმები.

წესების დარღვევისთვის “ფაბრიკის” ტერიტორიაზე ობიექტები დააჯარიმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი