ახმეტაში, სოფელ ოჟიოში, ავტომობილი 12 წლის ბავშვს დაეჯახა. მოზარდი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ეს მუხლით დანაშაულის სახით, მათ შორის, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.