ახალი ამბები

ჩვენი ამოცანაა, წლის ბოლომდე დღეში 10 ათასი PCR ტესტი გავაკეთოთ – გახარია

15 ივნისი, 2020 • 919
ჩვენი ამოცანაა, წლის ბოლომდე დღეში 10 ათასი PCR ტესტი გავაკეთოთ – გახარია

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის გეგმაა, რომ წლის ბოლოს საქართველოს ყოველდღიურად შეეძლოს 10 ათას  „პისიარ“ ტესტის გაკეთება.

„პისიარ“ ტესტები კორონავირუსის დადგენის თვალსაზრისით ე.წ. ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.

გახარიამ ელჩებთან შეხვედრაზე თქვა: „დღეს თუ ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენი ამისთვის მზად ვიყავით“. შემდეგ კი დაამატა:

„თუ NCDC ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში აკეთებდა 100-150 ტესტს, დღეს მას 4 500 ტესტის გაკეთება შეუძლია. ჩვენი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე 10 000 ტესტის გაკეთება შეგვეძლოს ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომლითაც ჩვენ უფრო თამამად გავხსნით ეკონომიკას“, – ამბობს გახარია.

ტესტების რაოდენობის ზრდის შესახებ დღეს, 15 ივნისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, დღეიდან კორონავირუსზე ტესტირების პროცესი გაფართოვდება და მისი გაკეთება საქართველოს მასშტაბით 25 პოლიკლინიკაში ამბოლატორიულად იქნება შესაძლებელი.

PCR ტესტირება ფართოვდება და მისი გაკეთება პოლიკლინიკებში იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი