ახალი ამბები

სოფელ გეტაში საკარანტინო რეჟიმი დღეიდან იხსნება

15 ივნისი, 2020 • 860
სოფელ გეტაში საკარანტინო რეჟიმი დღეიდან იხსნება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან, 15 ივნისიდან იხსნება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

“ვირუსი არსად წასულა, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევაში გამოვიყენოთ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი