ახალი ამბები

ხუთ თვეში ექსპორტი 16.2%-ით შემცირდა

15 ივნისი, 2020 • 677
ხუთ თვეში ექსპორტი 16.2%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 16.2%-ით შემცირდა და, ჯამში, დაახლოებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის გარდა, ამ პერიოდში იმპორტიც 17%-ით შემცირდა და მისმა მაჩვენებლმა დაახლოებით 2.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის მაისში საქართველოდან, ჯამში, 234.1 მლნ დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2019 წლის მაისზე.

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.8%-ით ნაკლებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი