ახალი ამბები

13 ივნისს გარდაცვლილი პაციენტი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო

14 ივნისი, 2020 • 1038
13 ივნისს გარდაცვლილი პაციენტი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო

13 ივნისს კორონავირუსის შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილი პაციენტი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო. ბანკი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ძალიან სამწუხარო ამბავი… გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა. ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს…”

13 ივნისს საქართველოში დაიღუპა კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ჰყავდათ გადაყვანილი. ქვეყანაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

„ნეტგაზეთს“ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ლევან რატიანმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა დაუდასტურა და შემდეგ stopcov.ge-ზეც აისახა.

როგორც ლევან რატიანმა გვითხრა, ის 4 აპრილს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან, როდესაც უკვე დადასტურებული ჰქონდა Covid-19.

ექიმის ცნობით, ის შემოყვანისთავანე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, აღენიშნებოდა სუნთქივს უკმარისობა, გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, აღენიშნებოდა თერმოდინამიკის რღვევა და ა.შ..

ლევან რატიანის თანახმად, ის 70-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა: „ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“.

როგორც ექიმმა უთხრა „ნეტგაზეთს“, ვირუსის ელიმინაცია მოხდა მე-16 დღეს, ანუ პაციენტს მე-16 დღიდან აღარ ჰქონდა კორონავირუსი, და ის თანმხლები გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი