ახალი ამბები

ბათუმში ტაძრის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

13 ივნისი, 2020 • 1337
ბათუმში ტაძრის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს 1993 წელს დაბადებული მოქალაქე, რომელსაც ბათუმში ტაძრის გაქურდვა ედება ბრალად.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ის წარსულში ქურდობისთვის იყო ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული 2 ივნისს, ბათუმში მდებარე საკათედრო ტაძარში „მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარამდე თანხას და საეკლესიო ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

გამოძიების თანახმადვე, ბრალდებულმა მარტში, ბათუმში, ერთ-ერთ მოქალაქეს საფულე და მობილური ტელეფონი მოჰპარა, ხოლო მაისში – სავაჭრო ჯიხური გაქურდა და გასაყიდ სუვენირებს უკანონოდ დაეუფლა.

შსს-ს ცნობით, ნაქურდალი ნივთები ამოღებულია.

მას ბრალი ედება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედება. 177-ე მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი