ახალი ამბები

12 ივნისი: კორონავირუსის შემთხვევები დილიდან 6-ით გაიზარდა

12 ივნისი, 2020 • 1119
12 ივნისი: კორონავირუსის შემთხვევები დილიდან 6-ით გაიზარდა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 12 ივნისის დილის შემდეგ საქართველოში 6-ით გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ კორონავირუსის პრევენციისთვის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განახლდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, ახალი პაციენტები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები:

“ინფიცირების წყაროების ნაწილი ცნობილია, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან რამდენიმე პაციენტის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ჩვენთან არის 6 ახალი პაციენტი, აქედან 1 გადმოყვანილია და 5-ს ჩვენთან დაუდასტურდა. ისინი ექიმები არ არიან. სამედიცინო პერსონალიდან დაემატა ორი ადამიანი, ექთნები, დანარჩენები არიან ჩვეულებრივი ცხელების ცენტრიდან. ექთნებს პაციენტებთან ჰქონდათ კონტაქტი, მათ შორის, კოვიდპაციენტებთანაც”, – განმარტა გოფოძემ.

12 ივნისის 15:20 საათის მონაცმემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 843 შემთხვევა ფიქსირდება, გამოჯანმრთელდა 697 პაციენტი და გარდაიცვალა 13.

მასალების გადაბეჭდვის წესი