ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვე გაგრძელდება

12 ივნისი, 2020 • 1368
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვე გაგრძელდება

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი თვით, 13 ივლისამდე  გაახანგრძლივეს. გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის დღევანდელ, 12 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი პირველად 16 მარტს გამოაცხადეს.

12 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 612 და გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 173 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 15281 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 258 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5639 ადამიანი. ჩატარებულია 77686 ტესტირება.

ქვეყანაში ვირუსის მზარდი გავრცელების მიუხედავად, სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე კვირის წინ გარკვეული შეზღუდვები “ეკონომიკის გადარჩენის” მოტივით მოიხსნა. მათ შორის , აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, ასევე გაიხსნა კაფე-რესტორნები და სავაჭრო ცენტრები.

ტესტირებისა და მკურნალობის კრიზისი სომხეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი