ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში Covid-19-ის 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი

12 ივნისი, 2020 •
სომხეთში Covid-19-ის 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი

12 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 612 და გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 173 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 15281 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 258 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5639 ადამიანი. ჩატარებულია 77686 ტესტირება.

საქართველოს-პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 11 ივნისს, სომხეთის მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, მოამზადოს დახმარება, რითაც საქართველოს შეუძლია, სომხეთს გაუწიოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. პრემიერის თქმით, სომხეთის მხრიდან თხოვნა სამედიცინო პერსონალით დახმარებას შეეხებოდა.


6 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციებში ადგილები აღარ არის.

მანვე განაცხადა, რომ ამჟამად Covid-19-ით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდებოდა ჰოსპიტალიზაციაზე რიგს, რადგან კლინიკებში ადგილები აღარ აქვთ.

ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 2020 წლის პირველი აპრილიდან

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის ჩვენი დღევანდელი სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებში იმ პაციენტების მოთავსება, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ“, – თქვა მან.

ვრცლად სომხეთის ვითარებაზე:

ტესტირებისა და მკურნალობის კრიზისი სომხეთში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი