ახალი ამბები

თურქეთში ქართველი მუშახელი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ჩაანაცვლეს – Hurriyetdaily

12 ივნისი, 2020 • 3649
თურქეთში ქართველი მუშახელი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ჩაანაცვლეს – Hurriyetdaily

კორონავირუსის პირობებში ჩაკეტილი საზღვრების გამო თურქეთში, რიზეში, ქართველი დასაქმებულები ჩაანაცვლეს სინეგალიდან, ავღანეთიდან და უზბეკეთიდან ჩასულმა მიგრანტებმა. ინფორმაციას ამის შესახებ Hurriyetdaily ავრცელებს.

პარალელურად, საქართველოში, ბათუმში, დასაქმებულთა აქციები იმართება. მათი ჯგუფი, მეტწილად ქალები, ამბობენ, რომ საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ შემოსავლის ერთადერთი წყარო გაუქრათ. ამასთანავე, მთავრობის ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ.

იმის შემდეგ, რაც საქართველომ საზღვარი ჩაკეტა, თურქეთში, ჩაის პლანტაციებზე მუშახელის ნაკლებობა გაჩნდა. გამოცემა წერს, რომ დაახლოებით 20 ათასი პირი, რომელიც მანამდე სტამბულში ცხოვრობდა, რიზეში ჩავიდა და ივნისის დასაწყისში პლანტაციებში მუშაობა განააახლა.

ამ პლანტაციებზე სამი დასაქმებული დღეში გამოიმუშავებს დაახლოებით 250 ლირას (37 აშშ დოლარს). საშუალო დღიური შემოსავალი კი დაახლოებით 98 ლირა ანუ 15 აშშ დოლარია.

გარეკანი ფოტო: Hurriyetdaily

 

მასალების გადაბეჭდვის წესი