ახალი ამბები

ნორილსკის მერს, სადაც 20 000 ტონა საწვავი მდინარეში ჩაიღვარა, ბრალი წარუდგინეს

11 ივნისი, 2020 • 1364
ნორილსკის მერს, სადაც 20 000 ტონა საწვავი მდინარეში ჩაიღვარა, ბრალი წარუდგინეს

რუსეთის ქალაქ ნორილსკის მერს, სადაც სადგურიდან მდინარეებში 20 000 ტონა საწვავი ჩაიღვარა, ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

როგორც უწყება აცხადებს, რინატ ახმეტჩინს გულგრილობაში სდებენ ბრალს. დაკავებულია თუ არა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. მისთვის მაქსიმალური სასჯელი ამ ბრალდებით 3-თვიანი პატიმრობა იქნება.

გამოძიების განცხადებით, ახმეტჩინმა იცოდა, რამდენი საწვავი ჩაიღვარა, მაგრამ შესაბამისი ზომები არ მიიღო.


აქამდე, კომიტეტმა ბრალი წარუდგინა სადგურის დირექტორს. ბრალდებულს ედავებიან რეგიონის გარემოს დაცვის რეგულაციების დარღვევას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ციმბირში მდებარე ქალაქ ნორილსკთან ახლოს მდინარეში 20 ათასი ტონა საწვავი ჩაიღვარა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა ქალაქში საგანგებო მდომარეობა გამოაცხადა.

გარემოსდამცველები მომხდარს „კატასტროფულად” აფასებენ და ამბობენ, რომ მდინარეში დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციამ დაშვებულ დონეს ბევრად გადააჭარბა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის განცხადებით, ენერგოსადგურის თანამშრომლები, საიდანაც საწვავი მდინარეში ჩაიღვარა, რამდენიმე დღის განმავლობაში თავად ცდილობდნენ მის ამოტუმბვას. შედეგად,  ორი დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურს  მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ეს განცხადება მინისტრმა პუტინთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა. კრასნოიარსკის გუბერნატორმა, სადაც ნორილსკი მდებარეობს, პუტინს უთხრა, რომ მომხდარის შესახებ კვირას, 31 მაისს, სოციალური მედიის საშუალებით შეიტყვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი