ახალი ამბები

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა

11 ივნისი, 2020 • 1088
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ.

უწყების ცნობით, დაკავებულია პირი, რომელსაც 10 ივნისს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო დაზარალებულისთვის გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობის მიყენებაში ედება ბრალი.

შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, გამოძიება კი მიმდინარეობს 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი