ახალი ამბები

“კორონავირუსის უსიმპტომო გადაცემაზე ბევრი რამ უცნობია” – WHO-ს ახალი განმარტება

10 ივნისი, 2020 • 1430
“კორონავირუსის უსიმპტომო გადაცემაზე ბევრი რამ უცნობია” – WHO-ს ახალი განმარტება

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 9 ივნისს თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო ადამიანებიდან ვირუსის გავრცელება „იშვიათია“, მალევა განმარტა, რომ ეს ზუსტად ასე არ არის.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარია ვან კერკჰოუს განცხადებით, სინამდვილეში, ცალსახად ამის თქმა არ შეიძლება, რადგან ამ ვირუსზე “ბევრი რამ უცნობია”.

„ვირუსის გადაცემის შესახებ რაც ვიცით, დიდი ნაწილი ისაა, რომ მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ, სხვა ადამიანებს ვირუსს ინფიცირებული წვეთებით გადასცემენ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ და ის, თუ რეალურად რამდენი ადამიანია უსიმპტომო, ჩვენთვის უცნობია. ვიცით, რომ ზოგ უსიმპტომო ადამიანს შეუძლია ვირუსის გავრცელება. ამიტომ უნდა გავიგოთ, მოსახლეობიდან რა წილს არ აქვს სიმპტომები და შემდეგ, ამ ადამიანებიდან რამდენი ავრცელებს ვირუსს“, — აღნიშნა კერკჰოუმ.

კერკჰოუს განცხადებით, გუშინ გაკეთებული განცხადებისას საუბრობდა რიგ კვლევებზე, რომლებმაც უკონტაქტო პირების მიერ ვირუსის გადაცემა შეისწავლეს.

„ეს კვლევების ძალიან მცირე რაოდენობაა, პრეს-კონფერენციაზე ვპასუხობდი კითხვას, ორგანიზაციის პოლიტიკას ან რამე მსგავს არ ვაცხადებდი. რადგანაც ბევრი რამე უცნობია, ზოგმა ჯგუფმა სცადა გამოეთვალა, რამხელაა პროპორციაა უსიმპტომო პაციენტებისა, ვისაც [ვირუსის] გადაცემა შეუძლია“, — განმარტა მან.


გუშინ, 9 ივნისს, მარია ვან კერკჰოუმ განაცხადა, რომ უსიმპტომო ადამიანები ახალ კორონავირუსს იშვიათად გადასცემენ სხვა ადამიანებს.

იქამდე არსებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კორონავირუსის ძირითადი გამავრცელებლები სწორედ უსიმპტომო პაციენტები იყვნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი