ახალი ამბები

რუსეთში ბრალი წარუდგინეს სადგურის დირექტორს, საიდანაც მდინარეში 20 ათასი ტონა საწვავი ჩაიღვარა

9 ივნისი, 2020 • 746
რუსეთში ბრალი წარუდგინეს სადგურის დირექტორს, საიდანაც მდინარეში 20 ათასი ტონა საწვავი ჩაიღვარა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრალი წარუდგინა არქტიკაში მდებარე სადგურის დირექტორს, საიდანაც მდინარეში 20 000 ტონა საწვავი ჩაითვარა. ბრალდებულს ედავებიან რეგიონის გარემოს დაცვის რეგულაციების დარღვევას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ РБК ავრცელებს.

კომიტეტის პრეს-სპიკერის, სვეტლანა პეტრენკოს თქმით, სტაროსტინს ბრალი ორშაბათს წარედგინა, 29 მაისს მომხდარი გაჟონვა კი კვლავ გრძელდება.

მანამდე, ციმბირში მდებარე ქალაქ ნორილსკთან ახლოს მდინარეში 20 ათასი ტონა საწვავი ჩაიღვარა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა ქალაქში საგანგებო მდომარეობა გამოაცხადა.

გარემოსდამცველები მომხდარს “კატასტროფულად” აფასებენ და ამბობენ, რომ მდინარეში დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციამ დაშვებულ დონეს ბევრად გადააჭარბა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის განცხადებით, ენერგოსადგურის თანამშრომლები, საიდანაც საწვავი მდინარეში ჩაიღვარა, რამდენიმე დღის განმავლობაში თავად ცდილობდნენ მის ამოტუმბვას. შედეგად,  ორი დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურს  მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ეს განცხადება მინისტრმა პუტინთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა. კრასნოიარსკის გუბერნატორმა, სადაც ნორილსკი მდებარეობს, პუტინს უთხრა, რომ მომხდარის შესახებ კვირას, 31 მაისს, სოციალური მედიის საშუალებით შეიტყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი