ახალი ამბები

9-10 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

9 ივნისი, 2020 • 877
9-10 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  9-10 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი.

სააგენტოს განცხადებით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

ამასთან, 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

12-13 ივნისს კი, სააგენტოს განცხადებით, დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან სეტყვაც შესაძლებელია, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

რაც შეეხება დედაქალაქს,  ქ. თბილისში 9-11 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი