2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 57 მილიონი ლარით მცირდება და 1 839 000 000 ლარი იქნება.
პირველადი პროგნოზით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 1 896 000 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
საქონლის და მომსახურების ნაწილში დაგეგმილია ხარჯების შემცირება 107 მლნ ლარით; სუბსიდიების – 73.2 მლნ ლარით; გრანტების – 5.7 მლნ ლარით; სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების კი – 25.8 მლნ ლარით.