ახალი ამბები

მარნეულში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

9 ივნისი, 2020 • 1155
მარნეულში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

გუშინ, 8 ივნისს, მარნეულში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი