ახალი ამბები

ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამტრედიაში კაცი დააკავეს

9 ივნისი, 2020 • 951
ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამტრედიაში კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1972 წელს დაბადებული ი.დ. მალევე დააკავეს მას შემდეგ, რაც ცოლს დაემუქრა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

გამოძიებით ცნობით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ სამტრედიაში ტაქსით მგზავრობის დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ცივი იარაღით ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. მას შემდეგ, რაც აგრესიული მამაკაცი ავტომანქანიდან გადავიდა, დაზარალებული ქალი პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში ი.დ. სამტრედიაში იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეითად გადაადგილდებოდა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გასაშლელი დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი