ახალი ამბები

9 ივნისი: გამოვლინდა კორონავირუსის 8 შემთხვევა

9 ივნისი, 2020 • 1213
9 ივნისი: გამოვლინდა კორონავირუსის 8 შემთხვევა

9 ივნისის 10 საათიის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 818-ს მიაღწია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, 8 ახალი შემთხვევეიდან 3 არის ბოჭორიშვილის კლინიკის პერსონალი, 2 შემთხვევის დაინფიცირების წყარო კი გაურკვეველია. შესაბამისად, როგორც გახარიამ აღნიშნა, ეპიდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია და “ყველას განსაკუთრებული მობილიზება გვმართებს”.

დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 686-ს მიაღწია, გარდაცვლილია 13, ხოლო კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 2 902 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი