ახალი ამბები

ნეტავ, იმას ეყოს ვაქცინები, ვისაც აცრა ენდომება – იმნაძე კონსპირაციულ თეორიებზე

8 ივნისი, 2020 • 1461
ნეტავ, იმას ეყოს ვაქცინები, ვისაც აცრა ენდომება – იმნაძე კონსპირაციულ თეორიებზე

“ვისაც სურვილი ექნება, რომ აიცრას, ნეტავ, იმას ეყოს ვაქცინა”, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე კონსპირაციულ თეორიებსა და ყალბ ინფორმაციას COVID-19-ის ჯერ არარსებულ ვაქცინასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტმა იმნაძეს ჰკითხა, რას იტყოდა რიგ კონსპირაციულ თეორიებზე, მათ შორის, ვაქცინის უარყოფით შედეგებსა და მის კავშირს “დაჩიპვასთან”, რაზეც იმნაძემ უპასუხა:

“…რა უნდა ვთქვა ახლა მაგაზე, გარდა იმისა, რომ დიდი იმედი მაქვს, ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც სურვილი ექნება, რომ აიცრას, ნეტავ, იმას ეყოს. აი, ეს იქნება პასუხი. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე. მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ძალიან მალე დაამზადონ ეს ვაქცინები, რომ ყველას ეყოს. ნეტავ, ყველას ეყოს. ნეტავ, იმას ეყოს, ვისაც მოუნდება, რომ აიცრას”.

კორონავირუსის ჯერ არარსებულ ვაქცინასთან დაკავშირებით არაერთი კონსპირაციული თეორია ვრცელდება როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ.

ვრცლად, წაიკითხეთ აქ:

„დაჩიპვა“, ბილ გეიტსი და ნიკიტა მიხალკოვი — რა შუაშია ამ ყველაფერთან საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი