ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

8 ივნისი: სომხეთში 195 ახალი შემთხვევაა | Covid-19

8 ივნისი, 2020 • 1046
8 ივნისი: სომხეთში 195 ახალი შემთხვევაა | Covid-19

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს 8 ივნისის დილის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 195 და გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; გამოჯანმრთელდა 85 ადამიანი.

ინფიცირებულთა ეს რაოდენობა საგრძნობლად ნაკლებია წინა დღეებში დაფიქსირებულ ასობით შემთხვევასთან შედარებით — ბოლო ოთხი დღის განმავლობაში 766, 547, 596 და 697 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 13325 ადამიანია ინფიცირებული. ჩატარებულია 70000-მდე ტესტირება.


6 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციებში ადგილები აღარ არის.

მანვე განაცხადა, რომ ამჟამად Covid-19-ით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდებოდა ჰოსპიტალიზაციაზე რიგს, რადგან კლინიკებში ადგილები აღარ აქვთ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის ჩვენი დღევანდელი სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებში იმ პაციენტების მოთავსება, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ“, – თქვა მან.

“ორი მოქალაქე დაგვეღუპა იმის გამო, რომ რეანიმაციაში ადგილები აღარ იყო”, – ფაშინიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი